ქობულია: "არაფორმალურ თამაშის წესებზე მქონდა ღია და გახსნილი მოლაპარაკება"

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მას კარგი აღქმა აქვს საქართველოს რეალობის და კარგად იცნობს იმ არაფორმალური თამაშის წესებს, რომლებიც მიღებულია საქართველოში.

„ამ არაფორმალური თამაშის წესებზე მქონდა ღია და გახსნილი მოლაპარაკაება, ვიდრე თანამდებობას დავიკავებდი. მქონდა სრული შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა წესებით, მაგრამ ეს შეთანხმება არ გამართლდა, დაშვებული იქნა გამონაკლისები“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას.

როგორც მინისტრი ამბობს, მას მთელ რიგ საკითხებზე ჰქონდა უთანხმოება მთავრობისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელებთან.

„ეს არ იყო ერთი და ორი საკითხი... იყო არაერთი მიმართულება, მაგალითად სხვადასხთვა სექტორში ალტერნატიული კომპანიების შემოყვანაზე მორგებული სტრატეგიის საკთხი; მაგალითად როგორ უნდა მოხდეს ელექტოენერგიის იმპორტი და შესყივა... - ეს და სხვა არაერთი საკითხია ისეთი, რომლებშიც ვერ მოვძებნეთ საერთო ენა. აღმოვჩნდი ზედმეტად პრინციპული მთელ რიგ საკითხებში... ეს იყო ხანგრძლივი პროცესი. არ ყოფილა ისე, თითქოს მშვიდად ვმუშაობდით და რვა თვის თავზე მოხდა უთანხმოება. ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესი“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"უნდა დავაფასოთ პიროვნება, ხელი შევუწყოთ და თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას"