თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასი" ამის მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

მთაწმინდის რაიონი

15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, ლერმონტოვის, პაოლო იაშვილის, ლორთქიფანიძის, ინგოროყვას და ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, ლოჭინის ხევის, რკინიგზის ჩიხის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, ხვედელიანის, იგოთის, დავითაშვილის, ქებურიას, გუჯეჯიანის, შანშიაშვილის, იუმაშევის, დავითაშვილის, ალექსი შიუკაშვილის და რკინიგზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფილარმონიის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის, ნიკო ნიკოლაძის, ვერეს, კოსტავას, ქიაჩელის, მელიქიშვილის და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუკიის დასახლების, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ზურაბ ქვლივიძის, გოცირიძის, გორკის, ბაქოს, არგვეთის, წყაროს, ზაქარია ვეშაპურის, ტყეკულტურის, გურგენიძის, მახალდიანის, კელაპტრიშვილის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ზაქრაძის, სტურუას, გრომოვის, ქურდიანის, თოფურიძის, აფხაზეთის, მანგლისის, მიხეილ მესხის, ზაზიშვილის, გრომოვის, ლალიონის, იონა მეუნარგიას, ტყეშელაშვილის, ზაქრაძის, ვეშაპურის, სტურუას, გურგენიძის, ბიჩინაშვილის, მარუაშვილის, ღუდუშაურის, მეუნარგიას, ასათიანის და სარკინეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, ნარგიზის, რუსუდანის, ივლეთის, სამგორის და ციხისძირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხევძმარის, ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის X კვარტლის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp