"ავღანეთში ომი რომ მდომებოდა, ერთ კვირაში მოვიგებდი, უბრალოდ არ მინდა 10 მლნ ადამიანის განადგურება"

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ავღანეთში ომის მოგება ერთ კვირაში შეუძლია, თუმცა არ სურს 10 მლნ ადამიანის განადგურება.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანთან შეხვედრისას განაცხადა.

„მე რომ ავღანეთში ომი მდომებოდა, ამ ომს ერთ კვირაში მოვიგებდი. უბრალოდ არ მინდა 10 მლნ ადამიანის განადგურება. ასეთ შემთხვევაში ავღანეთი მიწასთან გასწორდებოდა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.



Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა