სამხრეთ კორეა: „თუ რუსული ავიაგამანადგირებელი ჩვენს საჰაერო სივრცეს კიდევ დაარღვევს, მხოლოდ გამაფრთხილებელი ცეცხლით აღარ შემოვიფარგლებით“

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, თუ რუსული ავიაგამანადგირებელი ქვეყნის საჰაერო სივრცეს კიდევ დაარღვევს, საპასუხო ზომა მხოლოდ გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნა აღარ იქნება.

„ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ჩინგ იუი–იონგი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს მიმართავს, საბჭომ რუსული მხარის ქმედებას შეფასება მისცეს და მიიღოს შესაბამისი ზომები. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში ჩვენი პასუხი იქნება უმკაცრესი“, – ნათქვამია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: სამხრეთ კორეის ავიაგამანადგურებლებმა რუსულ სამხედრო თვითმფრინავს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა.

როგორც სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რუსულმა თვითმფრინავმა ორჯერ დაარღვია სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე და იქ დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp