ირანი: „ჩვენი მტრების ყველა გემს, რომელიც სპარსეთის ყურეში შემოდის, მჭიდრო მონიტორინგს ვუწევთ“

ირანის საზღვაო ძალების ხელმძღვანელის განცხადებით, თეირანი სპარსეთის ყურეში გადაადგილებულ „მტრული სახელმწიფოების“ გემებს მჭიდრო მონიტორინგს უწევს.

„ჩვენ ვაკვირდებით მტრების, განსაკუთრებით კი აშშ–ის გემებს, რომლებიც სპარსეთის ყურეში შემოდიან. ჩვენი დრონების მეშვეობით გვაქვს მათი ტრაექტორიის შესახებ დეტალური მონაცემები“, – განაცხადა ირანის საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა ჰოსსეინ ხანდაზიმ.

ცნობისთვის: ირანსა და აშშ–ის შორის ურთიერთობები უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმება დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი,  სტრატეგიული ბომბდამშენები და დამატებით 1000 ჯარისკაცი განათავსა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა