"არ მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ჩემი კომენტარი არაეთიკური იყო"

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ მის მიერ დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი "არაეთიკური არ ყოფილა".

"არ მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიაზე ჩემი კომენტარი არაეთიკური იყო. არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე პოლემიკაში უნდა შევიდე და რამე კომენტარი გავაკეთო", – განუცხადა ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა. 

ცნობისთვის: 22 ივლისს მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp