ქობულია შესაძლოა, აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთოს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში დარჩენას აპირებს და არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაშიც ჩაერთოს.  

"მე ვაპირებ, დავრჩე საქართველოში. არ ვამბობ, რომ პოლიტიკაში მაქვს წასვლა გადაწყვეტილი, მაგრამ არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა ქობულიამ პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას.  

კითხვაზე, ვის მოიაზრებს მოკავშირდედ, ქობულია პასუხობს, რომ ამას მაშინ გასცემს პასუხს, თუ პოლიტიკაში მოსვლაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp