თურქეთში 47 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს

თურქეთში 47 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. როგორც თურქული მედია იუწყება, მათ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზიაციასთან კავშირს ედავებიან.

დაკავებული არიან თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის სამსახურის პოლკოვნიკები, ლეიტენანტები და სერჟანტები.

ცნობისთვის: 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 77 000–ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 150 000 სახელმწიფო მოხელე და სამხედრო მოსამსახურე კი სამსახურიდან დაითხოვეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp