"ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან სამწუხაროდ ჯერ დიდი პროგრესი არ ჩანს"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა" და საერთაშორისო ბანკების მხრიდან სამწუხაროდ ჯერ დიდი პროგრესი არ ჩანს".

"ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მუდმივ რეჟიმში ვართ როგორც საფინანსო ინსტიტუტებტან, ასევე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან". ჩვენ დავეთანხმეთ პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას, რომელიც დაყენებული იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, გარდა ტვირთების კომერციული რისკების დაზღვევისა. ამ ეტაპზე უშუალოდ კონსორციუმმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ იმ მექანიზმებზე, რომელიც ბანკებს მისცემს საშუალებას, რომ ასესხონ თანხა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს",- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების თარიღი წლის ბოლომდე აქვს გადავადებული. 

"გარდა ამისა არის ეტაპობრივი თარიღები, გარკვეული ვადები, მაგალითად 15 აგვისტოსთვის ველოდებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და სამშენებლო კომპანიას შორის შეთანხმების პროექტს, 15 ოქტომბრისთვის ველოდებით უკვე წინასწარ პირობებს ბანკებიდან და საკუთარი დაფინანსების მოზიდვის ნაწილში ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან და იმედი გვაქვს, ეს პროცესი წარიმართება. თუმცა, მინდა გამოვთქვა ერთვგარი სიფრთხილე. სიფრთხილითაც უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რადგან საკმაოდ ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ბანკებთან გვქონდა მოლაპარაკებები და ჯერჯერობით სამწუხაროდ, დიდი პროგრესი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ბანკების მხრიდან, არ ჩანს",-განაცხადა მინისტრმა. 

მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ფინანსური დახურვისთვის დრო 6 თვით გაუხანგრძლივა. დრო კონსორციუმსს 15 ივნისს ამოეწურა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"