ვოლსკის განცხადებით, პირადი კადრების გავრცელება ბესელიას პოლიტიკურ პოზიციებს უმაგრებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, პირადი კადრების გავრცელება დეპუტატ ეკა ბესელიას პოლიტიკურ პოზიციებს უმაგრებს.

"სახელმწიფოს აქვს საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება ასეთი ფაქტების მიმართ. მაგრამ ამ ემოციის გადაჭარბება, იგივე თავის თავისთვისაც [ბესელიასთვისაც] არ არის მისაღები, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პოლიტიკურად გარკვეულ პოზიციებს საკმაოდ უმაგრებს. ანუ, აქ არის ორი ასპექტი: ერთი არის წმინდა ადამიანური, სადაც სრულიად ვიზიარებ ამ პათოსსა და დამოკიდებულებას. მეორე არის ის, რომ თვითონაც კარგად იცის, ვინ ფლობდა ამ ჩანაწერებს და ვის შეიძლება აწყობდეს ამ ჩანაწერების გავრცელება როგორც მისი პირადი პოლიტიკური წონის გასაძლიერებლად”, – განაცხადა ვოლსკიმ.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp