“პრეზიდენტი გმობს ბულინგის ნებისმიერ გამოვლინებას, თავადაც არაერთხელ ყოფილა ძალადობის მსხვერპლი“

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-პიკერ ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმობს ბულინგის ნებისმიერ გამოვლინებას. 

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ პირადი ცხოვრების უფლება დაცული უნდა იყოს, ფსიქოლოგიური ზეწოლა კი, გამორიცხული.

„საქართველოში პირადი ცხოვრების უფლება უნდა იყოს დაცული, შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი გმობს ბულინგის ნებისმიერ გამოვლინებას, თავადაც არაერთხელ ყოფილა ფსიქოლოგიური ზეწოლის და ძალადობის მსხვერპლი, შესაბამისად, მას ძალიან კარგად ესმის ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის. სალომე ზურაბიშვილი ეწინააღმდეგება ქალების და არა მხოლოდ ქალების მიმართ განხორციელებულ ნებისმიერი ფორმით ფსიქოლოგიურ ძალადობას, ზეწოლას. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შესაბამისი მიმართულების მრჩეველი უკვე მუშაობს“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ცნობისთვის: გუშინ რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს