TI - ბიზნესთან კავშირი 58 პარლამენტარს აქვს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI - Georgia) განცხადებით, პარლამენტის 58 წევრს ბიზნესთან აქვს კავშირები.

ორგანიზაციის კვლევაში საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საქმიანობაა შეფასებული. 58–დან 22 დეპუტატს სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში არასრულყოფილი ინფორმაცია აქვს შეტანილი.

ბიზნესთან დაკავშირებული 58 დეპუტატიდან 45 უმრავლესობის წევრია. 

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის დეპუტატს ევალება შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც საჯაროა. ამასთან, კანონმდებლობით, სამეწარმეო საქმიანობა შეუთავსებელია პარლამენტარის სტატუსთან. დეპუტატებს მაინც აქვთ უფლება ფლობდნენ წილებს კერძო კომპანიებში, თუმცა ისინი ვალდებულნი არიან, წილი მინდობის საფუძველზე სხვას გადასცენ. კანონმდებლობის დარღვევისათვის, დეპუტატებისათვის ფულადი ჯარიმაა განსაზღვრული, რომელიც მათ წარსულშიც დაკისრებიათ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp