დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლონდონის ყოფილი მერი, საგარეო საქმეთა ექს–მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა. ის ამ თანამდებობაზე ტერეზა მეის შეცვლის.

ჯონსონს ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 160 000 წევრიდან 92 153-მა მისცა ხმა. ხმის მიცემა თითქმის ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის  გუშინ დასრულდა.

ბორის ჯონსონი "ბრექსითის" მომხრეა და აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს, თუნდაც შეთანხხმების გარეშე.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა