"გადაჭრილია კრიზისი, რის გამოც აღმოვჩნდი გენპროკურორის თანამდებობაზე"

საქართველოს გენპროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ შალვა თადუმაძის განცხადებით, გენპროკურორის თანამდებობაზე ის არაორდინალურ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა "კრიზისი, რის გამოც ცვლილება განხორციელდა, დღეს გადაჭრილია".  ამის შესახებ თადუმაძემ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„დღეს ეს კრიზისი გადაჭრილია და შესაბამისად, კონკრეტული დაზარალებულის ნდობაც პროკურატურის მიმართ არის არსებითად შეცვლილი. ეს მისი საჯარო განცხადებაა და არა ჩემი. მე მიმაჩნია, რომ ასეთი სწორი ღონისძიებებით- დაზარალებულებთან სწორი კომუნიკაციით, ბრალდებულთან სამართლიანი მოპყრობით, ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია პროკურატურა ჯერ დაუბრუნდეს ნდობის იმ მაჩვენებელს, რაც კრიზისამდე არსებობდა და შემდეგ განახორციელოს განვითარება“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მისი თქმით, პროკურატურა ნდობის მოსაპოვებლად კონკრეტულ ღონისძიებებს ახორციელებს.

„ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის, განათლების რეფორმაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიაზე. ასე, რომ ის ერთობლიობა, რაც პროკურატურაშია დაგეგმილი, ხორციელდება და გარკვეულწილად შედეგების არსებობაც მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურის დინამიკა არის განვითარებული“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp