რუსეთში, საზაფხულო ბანაკში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების რიცხვი გაიზარდა
Posted on
, მსოფლიო
რუსეთში, ხაბაროვსკის რეგიონში, საზაფხულო ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
რაც შეეხება დაშავებულბს, დაშავებულია სამი ბავშვი და ხუთი ზრდასრული.
ხანძრის დროს შემთხვევის ადგილზე 189 ბავშვი იმყოფებოდა. ბანაკში არსებული 26 კარვიდან 20 დაიწვა. დანარჩენი ბავშვები კოტეჯებში იმყოფებოდნენ, რომლებიც ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.