ეკონომიკის მინისტრი – ყოფილ უფროსზე: "კარგი თეორეტიკოსია"

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, მისი წინამორბედი გიორგი ქობულია კარგი ანალიტიკოსი და თეორეტიკოსია.

როგორც მინისტრი ირწმუნება, მას პარლამენტში ქობულიას გამოსვლისთვის თვალი არ უდევნებია. 

„არ მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა და მედევნებინა თვალ-ყური გიორგი ქობულიას გამოსვლისთვის. ამიტომ კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გიორგი ქობულია კარგი ანალიტიკოსია, კარგი თეორეტიკოსი. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაბიჯებს, ჩვენ მათ ახლა ვდგამთ და ვახორციელებთ“, – აღნიშნა თურნავამ, რომელიც სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში ყაზახეთში იმყოფება.

ცნობისთვის: თურნავა ქობულიას მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო. ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მინისტრად დაინიშნა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ვიტ ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს: "არ გავტყდებით!"