ჯანეზაშვილმა და დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი პროტესტის ნიშნად მესამედ დატოვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პროტესტის ნიშნად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი უკვე მესამედ დატოვეს.

არამოსამართლე წევრების უკმაყოფილება ამჯერადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროის გახანგრძლივებამ გამოიწია. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლე წევრებს არ აინტერესებთ მათი მოსაზრება, რომ 19:00 საათის შემდეგ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი არ უნდა გრძელდებოდეს და უნდა იყოს დაცული შრომითი უფლებები.

ანა დილიძის განცხადებით, იუსტიციის საბჭო, როგორც საკონსტიტუციო ორგანო, უგულებელყოფს შრომით უფლებებს.

საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა აღნიშნა, რომ არამოსამართლე წევრები დავალებებს ასრულებენ.

"ეს არის დავალება, ზოგიერთი პოლიტიზრებული ორგანიზციების მხრიდან, რასაც ისინი ასრულებენ", - განაცხადა მეთოფიშვილმა.

ამ წუთებში საბჭო კანდიდატ გიორგი თევდორაშვილთან ატარებს გასაუბრება.

ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა ანალოგიური მიზეზით გასაუბრება წინა დღეებშიც დატოვეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს-მ 20–21 ივნისის მოვლენების დროს გამოყენებული რეზინის ტყვიების შესახებ ინფორმაციას გრიფით საიდუმლო დაადო