სახელმწიფომ ვასაძის კომპანიას 600 ათასით დაუფინანსა შეღავათიანი აგროკრედიტი

"სტუდია მონიტორის" ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან ვასაძის კომპანიამ სს "ბაგრატიონი 1882" სახელწმიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტის სახით 600 ათასი ლარი მიიღო.

"კანონის ფარგლებში როდესაც სახელმწიფო აანონსებს ბიზნესის წახალისების, გენაცალე, ნებისმიერ პროგრამას, ჩვენ მასში სიხარულით ვმონაწილეობთ. მე ძალიან მიხარია და ეგეთი პროგრამები ბევრად მეტი უნდა იყოს" - უთხრა ვასაძემ "სტუდია მონიტორს".

პროგრამა აწარმოე საქართველოში მიზნად ისახავს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, კერძო სექტორის განვითარებას, საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ხელშეწყობას. პროგრამას სამი მიმართულება აქვს: ბიზნესის, ექსპორტისა და ინვესტიციის. ადგილობრივი წარმოების ხელშეყწობის მიზნით, პროგრამის ფარგლებში მთავრობა შეღავათიან კრედიტებსაც გასცემს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp