ლავროვი: “მოსკოვი გუაიდოს წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზეა და ვენესუელაში ვითარება უკეთესობისკენ იცვლება“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ვენესუელის ოპოზიციის წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზეა.

„ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ვენესუელის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან, ვგულისხმობ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, მათ შორის ხუან გუაიდოს წარმომადგენლებს, რომლებიც გვიკავშირდებიან. ჩვენ ვეუბნებით ვენესუელის ოპოზიციის წევრებს, არ გადაჭრან შიდა საქმეები გარე ძალების ინტერესების გათვალისწინებით. ზოგადად შემიძლია, ვთქვა, რომ ვენესუელაში ვითარება უკეთესობისკენ იცვლება“, – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის: ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო.  23 იანვარს ვენესუელელმა ოპოზიციონერმა  ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუაიდო ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარა. აშშ-ს აღაირების შემდეგ გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის  საქართველომ, საფრანგეთმა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად სცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა