გრაკლიან გორაზე ძვ.წელთაღრიცხვით V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს

სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ქსპედიციამ გრაკლიან გორაზე ძვ. წელთაღრიცხვით V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინა.


“ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ პერიოდის ძეგლი შემორჩენილია მთლიანად და იძლევა იმ დროის ცხოვრების შესახებ სრულყოფილი წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას. ცენტრალურ ადგილას დიდი საკურთხეველია; სათავსოში გამართულია ღუმელი, რომელზეც ქურუმებისთვის ცეცხლის გადასატანი ვაზები დევს; იქვე არის სამკურნალო მცენარეების თესლების დასაფქვავი მოწყობილობა” ,- ნათქვამია თსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გათხრებში თსუ-ის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის 15 სტუდენტი.


შიდა ქართლში, გრაკლიან გორაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გათხრები 2008 წელს დაიწყეს, სადაც თსუ-ის სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის ბაზაც ჩამოყალიბდა.


2015 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „გრაკლიანის გორას“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გათხრები დღემდე გრძელდება. ტერიტორიაზე 11 განსხვავებული პერიოდის კულტურის ნაშთებია აღმოჩენილი, ქვის ხანიდან დაწყებული ახ. წ მეხუთე საუკუნემდე. აქ არის როგორც სამეურნეო ნაგებობები, ასევე, საცხოვრებელი და ტაძრები.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა