პენტაგონს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

პენტაგონს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კერძოდ, აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნად 55 წლის მარკ ესპერი დანიშნა. 

თეთრი სახლის ლიდერის მიერ წარდგენილ კანდიდატს 90-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი მხოლოდ რვა გამოვიდა.

მარკ ესპერის კარიერა მრავალწლიან სამხედრო სამსახურს ითვლის. სპარსეთის ყურის ომში მას სპეციალური ჯილდოც აქვს მიღებული.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის უწყების ყოფილმა მდივანმა ჯეიმს მეტისმა თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დატოვა.  მიზეზად სირიიდან ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უთანხმოება სახელდებოდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp