ნიკა გვარამია კიევში გაემგზავრა

ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კიევში გაემგზავრა. ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„გაგიკვირდებათ და ვგაზავ. ყველა დამფუძნებელი იქაა შეკრებილი და ანგარიშის ჩასაბარებლად და მომავალი სტრატეგიის დასაგეგმად მივდივარ. მიშას ვნახავ თუ არა, ეს თუ გაინტერესებთ, კიევში თუა ვნახავ, თუ არაა - ვერ ვნახავ. ისე აწი კიდე ბევრგან დავგაზავ, და ბევრ ვინმეს შევხვდები. აბა რა გგონიათ, მოვკვდი და ჩავყევი რ2 საფლავში თუ უკეთესს ვერ მოვიფიქრებ რამეს. ვაი თქვენ პატრონს, ვინც ასე ფიქრობთ“,- წერს ნიკა გვარამია.


ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში აცხადებს, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp