რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობამ მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

საქართველოში ნატო-ს სწავლებების პარალელურად მასშტაბური სამხედრო წვრთნები რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობამ დაიწყო. სწავლებებში რუსეთის 58-ე არმიის საავიაციო და სახმელეთო დანაყოფები, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ბაზების პირადი შემადგენლობა იღებს მონაწილეობას.

სამხედრო ოლქის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, სამხედრო სწავლების მიზანი თავდასხმის მოგერიებაში მომზადებაა. საერთო ტაქტიკურ მოქმედებების შემუშავებაში კი სომხეთში განთავსებულ 102-ე სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობაც ჩაერთვება. წვრთნებში ჩართული იქნება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ყველა შენაერთი. 

ცნობისთვის: 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „Agile Spirit 2019“ („მტკიცე სული 2019“) უმასპინძლებს. სწავლება ოფიციალურად სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება. 

სწავლებაში ნატო–ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp