FBI: "რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევას განაგრძობს"

რუსეთი შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევას განაგრძობს - ამის შესახებ ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა კრისტოფერ ვრეიმ სენატში განაცხადა. მან იურიდიულ კომიტეტში მოხსენებით წარდგომისას რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. 

როგორც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, მიუხედავად სანქციებისა და კრემლის შესაჩერებლად განხორციელებული სხვა ქმედებებისა, რუსეთი შეერთებულ შტატების არჩევნებში ჩარევას მომავალშიც გეგმავს.

ამასთან, ვრეიმ აღნიშნა, რომ FBI-ს გარე ზეგავლენასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი რესურსები აქვთ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოჯახი – პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 მოზარდი მე–9 სართულიდან გადმოხტა