ჩრდილოეთ კორეამ რუსული გემი და 15 რუსი მეზღვაური დააკავა

ჩრდილოეთ კორეამ რუსული კომპანიის კუთვნილი თევსაჭერი გემი და მის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 17 წევრი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოში აცხადებენ, დაკავებულებიდან 15 რუსია,  ორი კი  სამხრეთ კორეელი.

„ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გემი და მისი ეკიპაჟი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის წესების დარღვევის გამო დააკავეს“, – ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

მისივე ცნობით, შექმნილი პრობლემის გადაჭრის მიზნით მოსკოვი ფხენიანთან მუდმივ კონტაქტზეა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა