ბოროვოიმ აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა

რუსეთის ეკონომიკური თავისუფლების პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ექს-დეპუტატმა კონსტანტინე ბოროვოიმ აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

ბოროვოის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მან მუდმივი თვალთვალის გამო მიიღო, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოს შენიშნა. იმავე პერიოდში, ბოროვოის ინფორმაციით, დაიწყო “უცნაური ამბები”: მას არწმუნებდნენ, დაეწყო ბიზნესი და მილიონობით დოლარის აღებას სთავაზობდნენ.

ექსპერტებმა ბოროვოის ქვეყნიდან წასვლა ურჩიეს. 2014 წლის დეკემბერში იგი ლოს-ანჯელესში წავიდა, ხოლო 2015 წლის თებერვალში  ბორის ნემცოვი მოკლეს. ამიტომაც დღეს, როცა ბოროვოის მიმართ პროფესიონალური თვლთვალი დაიწყო, მან გადაწყვიტა, ბედი აღარ გამოეცადა და ყოველი შემთხვევისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა.

ცნობისთვის: 1992 წელს ბოროვოიმ ეკონომიკური თავისუფლების პარტია დააფუძნა. 1995 წელს არჩეულ იქნა სახელმწიფო სათათბიროს მეორე მოწვევის წევრ დეპუტატად. 1990-იანების ბოლოს მისი პარტია ბლოკში «მემარჯვენე ძალთა კავშირი» შევიდა, ხოლო 2003 წელს იუსტიციის სამინისტრომ მას რეგისტრაცია გაუუქმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp