"ცნობილი ხდება ახალი ანტიქართული გეოპოლიტიკური შეთქმულების შესახებ"

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, "ცნობილი ხდება ახალი ანტიქართული გეოპოლიტიკური შეთქმულების შესახებ". კერძოდ, ნათელაშვილის ინფორმაციით, "ივანიშვილმა საქართვერლოს ენერგეტიკული სუვერენიტეტი

გაყიდა: 2015 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან, რუსეთთან და სომხეთთან ერთიანი ელექტროენერგეტიკული სივრცის შექმნის შესახებ პროექტს ხელი მოაწერა".  

როგორც ნათელაშვილი ამბობს, ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლებამ ერთი მხრივ, დათმო ენერგოსუვერენიტეტი, მეორე მხრივ  – გარიგებაში შევიდა რუსეთთან და ირანთან, რომლებსაც ევროკავშირისა და აშშ-სგან მძიმე სანქციები აქვთ დაწესებული. 

"2015 წლის დეკემბერში ივანიშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის შესაბამისადაც იქმნება ერთიანი ელექტროენერგეტიკული სივრცე ჩვენი ქვეყნისა, რუსეთთან, ირანთან, სომხეთთან, რაც ნიშნავს ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაყიდვას.

ალბათ, არავის გიკვირთ, რატომ დაანგრია კალაძემ და ივანიშვილმა თერგისა და არაგვის ხეობები, რატომ გაკაფეს ხეები და წამოჭიმეს მაღალი ძაბვის საშინელი საფრთხობელები და დააწიოკეს იქ მცხოვრებელი ხალხი, აიღეს სალოცავები, საფლავები და ეს მუშაობა დღემდე გრძელდება და ორ-სამ წელში გათვლილია აღნიშნული პროექტის დასრულება," - ამბობს ნათელაშვილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)