სამხრეთ კორეა: “რუსეთმა ბომბდამშენის ინციდენტის გამო ბოდიში მოგვიხადა”

რუსეთმა სამხრეთ კორეას სტრატეგიული ბომბდამშენის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო «ტიონხაპი» ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთმა “ღრმა მწუხარება” გამოხატა ინციდენტის გამო და მომხდარი ტექნიკური შეცდომით ახსნა. მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი ნათქვამია სეულში რუსეთის სამხედრო ატაშეს წერილში, რომელიც ადგილობრივ თავდაცვის სამინისტროს გადაეცა.

სტრატეგიულ ბომბდამშენ Ту-95МС -თან დაკავშირებული ინციდენტი 23 ივლისს, დილით კორეის ნახევარკუნძულიდან აღმოსავლეთით, ტოკტოს კუნძულების მიდამოებში მოხდა. სააგენტო «რიონხაპის» ცნობით, სამხრეთკორეული გამანადგურებლები იძულებულები გახდნენ, რუსული თვითმფრინავის მიმართლებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გაეხსნათ.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თვითმფრინავს სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. სეულში რუსეთის ფედერაციის საელჩოსი აღნიშნეს, რომ მოსკოვს ბოდიში არ მოუხდია, - იუწყება “ინტერფაქსი”.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp