FBI-ს ხელმძღვანელი: "რუსეთი აშშ-ს არჩევნებში ჩარევას განაგრძობს"

ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ხელმძღვანელის  განცხადებით, რუსეთი შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევას განაგრძობს.

ამის შესახებ ამერიკის კრისტოფერ ვრეიმ სენატში განაცხადა. იურიდიულ კომიტეტში მოსმენაზე კრისტოფერ ვრეიმ რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სანქციებისა და მოსკოვის შესაჩერებლად განხორციელებული სხვა ქმედებების მიუხედავად, რუსეთი შეერთებულ შტატების არჩევნებში ჩარევას მომავალშიც გეგმავს. ვრეის განცხადებით, FBI-ის გარე ზეგავლენასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი რესურსები აქვთ

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp