ალექსეი ნავალნი ისევ დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ისევ დააპატიმრეს. რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში საკუთარ სახლთან აიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადება მან ვიდეომიმართვის საშუალებით გააკეთა.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ სახლიდან დილით სავარჯიშოდ გავიდა, მაგრამ სადარბაზოსთან პოლიციელები დახვდნენ და დააკავეს.

ალექსეი ნავალნის დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, მისივე განცხადება გახდა. ნავალნიმ მოსახლეობას მოუწოდა, თუ  ოპოზოციონერ კანდიდატებს ქალაქის სათათბიროს არჩევნებში კვლავ არ დაუშვებენ, მოსკოვის მერიასთან შეიკრობონ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს მშობლებს მიმართავს