გაერო: "იემენის სანაპიროსთან მყოფი ნავთობტანკერი შესაძლოა, აფეთქდეს"

გაერო–ს განცხადებით, იემენის სანაპიროსთან მიტოვებული ტანკერი SAFER FSO, რომელზეც 1.1 მლნ ბარელი ნავთობია, შესაძლოა, აფეთქდეს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აფეთქების შემთხვევაში დაბინურებამ შესაძლოა, ბაბ-ელ-მანდების სრუტემდე, სუეცის არხამდე და ჰორმუზის სრუტემდეც კი მიაღწიოს.

ცნობისთვის: ტანკერი რა'ს ისას პორტში  2015 წლის შემდეგ იმყოფება. რეგიონს ჰუსიტი ამბოხებულები აკონტროლებენ და მიუხედავად იმისა, რომ გაეროს დახმარებისათის თავად მიმართებს, გაეროს წარმომადგენლებს ტანკერის შესამოწმებლად ამ დრომდე არ უშვებენ.

ამჟამად ტანკერის ტვირთის ფასი 60 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამობეხებულები გაერო–საგან ითხოვენ, რომ ნავთობის გადმოტვირთვის შემდეგ მისი გაყიდვის უფლება მიეცეთ, რაც, არსებული საერთაშორისო სანქციების პირობებში, შეუძლებელია.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp