„საზოგადოება ოქრუაშვილის მოსმენით არ უნდა გადავღალოთ"

მმართველი გუნდის წევრ თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, „საოცრებაა, როცა ადამიანი ზის და საათის განმავლობაში იმ კრიმინალურ აქტებს ჰყვება, რომელსაც სჩადიოდა თანამდებობაზე ყოფნის დროს, ან პოლიტიკურად სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯებს დგამდა სხვადასხვა ეტაპზე“. ამის შესახებ პარლამენტის  ვიცე-სპიკერმა "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საზოგადოება ირაკლი ოქრუაშვილის მოსმენით ზედმეტად არ უნდა გადაიღალოს, რადგან ქვეყანაში ბევრად მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, ხოლო ოქრუაშვილის ყველა განცხადება უბადრუკი მცდელობაა, რომ დღის წესრიგში ჩადგეს.

„მგონია, რომ საზოგადოება ამ ადამიანის მოსმენით ზედმეტად არ უნდა გადავღალოთ. ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და მოქალაქეებს ბევრად მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვთ. მთელი დროის ხარჯვა ოქრუაშვილის თუ სხვების წარსულში ჩადენილი ბინძური ქმედებების განხილვები, არ მგონია, სასარგებლო და პროდუქტიული იყოს. ამ ადამიანზე საუბარი და კომენტარების კეთება არც მინდა. ჩემთვის მისი ყველა განცხადება უბადრუკი მცდელობაა, რომ დღის წესრიგში ჩადგეს და ვიღაცას თავი ამართლებინოს. ეს არის მისი ტაქტიკა, როგორმე ვინმემ გააშუქოს და ვინმე ჩააყენოს თავის მართლების რეჟიმში. მისი ეს მცდელობა მართლა უკვე უბადრუკად გამოიყურება», -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისვის: ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ის პროკურატურას ჩვენებებს მთავარ პროკურთან შეთანხმებით აძლევდა და ამ ჩვენებების ნაწილი ობიექტური იყო, ხოლო ნაწილი ისეთი, როგორიც ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, მათ შორის "რუსთავი 2"–ის საქმეზეც. პროკურატურა ოქრუაშვილის ინფორმაციით ამ დრომდე არ დაინტერესდებულა. 

იზილეთ ასევე: „პანდორას ყუთი“ ოქრუაშვილისგან: რა „თამაშში“ ჩაერთო ყოფილი მინისტრი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს