ხალვაში – ჟურნალისტებს: „დამანებეთ თავი!"

ტელეკომოანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა. საუბარია დოკუმენტებზე, რომელთა საფუძველზეც "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ არხი რეალურად მისი საკუთრებაა, თავად ხალვაში კი ირწმუნება, რომ დოკუმენტები ყალბია.  

„დამანებეთ თავი, არ შეგიძლაით? არ შემიძლია კამერასთან მუშაობა. მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად. ხომ არ დავმალულვარ?“, - მიმართა ხალვაშმა ჟურნალისტებს.ამასთან ხალვაშმა უპასუხა "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტის კითხვას, აძლევს თუ არა ხალვაში არხს სარედაქციო დამოუკიდებლობას:  

სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული გაქვთ, კიდევ რაღა გინდათ?! რასაც გინდათ, იმას აკეთებთ. კიდევ რა უნდა გააკეთოთ?!... რაში მჭირდება ბორდი, ამიხსენით, რამეში მომეხმარება?! სარედაქციო დამოუკიდებელობის გარანტიები ხომ მოგეცით არა?!“, - აღნიშნა ხალვაშმა ჟურნალისტებთან ექსპერტიზის ბიუროში, სადაც საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.

ამასთან ბიზნესმენი ამბობს, რომ  მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია არ ჰქონია:

„ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია არასდროს. ერთხელ მქონდა ბელგიაში ვიყავით, 2012 წლის ნოემბერში. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია. ბევრმა მომილოცა, სამწუხაროდ იმან არა. ყველას, ვისაც გაუხარდა, მომილოცა. რომ გახარებოდა მომილოცავდა“, - განაცხადა ხალვაშმა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე თავადაა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ხალვაში აწერს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელმოწერის დანმდვილობის დასადასტურებლად ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა. 

შეგახსენებ იმასაც, რომ სტრასბურგის 18 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც "რუსთავი 2"–ის სარჩელში დარღვევები ვერ დაადგინა, არხი 18 ივლისვე, სამ საათში გადაუფორმდა ხალვაშს. ხალვაში ჟურნალისტებს, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებს ითხოვენ, ამ დრომდე არ შეხვედრია, მხოლოდ განცხადებებს ავრცელებს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა