"აი, ამის წინააღმდეგ მიდის ეს ყველაფერი" – ხაზარაძე საკუთარ ვერსიაზე საუბრობს

TBC–ს დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მის წინააღმდეგ გამოტანილი ბრალდების დადგენილების ჩასაბარებლად მიდივა. 

როგორც ბიზნესმენმა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე პროცესი რეალურად საქარველოს ფინანსური ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული და მან მტკიცებულებად საკუთარი არგუმენტებიც მოიყვანა: 

"ამ 6–თვიანმა შემოტევამ მოგვაყენა მნიშვნელოვანი ზიანი როგორც ჩვენს საერთაშორისო აქციონერებს, ისე ანაკლიის პროექტზე მოლაპარაკებას. ექვსი თვე დასჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას, ინვესტორების უკან შემოტრიალებას, ასევე ჩვენს ხელახლა არჩევას ლონდონში აქციონერთა კრებაზე. გუშინ ავირჩიეთ მშენებელი კომპანია[ანაკლიის პორტის], ამას საეჭვოდ დაემთხვა ერთ–ერთი მინისტრის [მაია ცქიტიშვილის] განცხადება, რომ პროგრესი არ არის [აქციონერებისა და მთავრობის მოპალარაკებებში პორტთან დაკავშირებით],დღეს ვიღებთ ასეთ განცხადებას ისევ ტელევიზიით, ისევ მსოფლიოს გასაგნებლად ისევ იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ მამუკა ხაზარაძეს კი არა, საქართველოს ფინანსურ ინტერესებს, აქციონერებს და ანაკლიის პროექტს. თუ ვინმეს ჰგონია ანაკლია მამუკა ხაზარაძის პროექტი, ძალისნ ცდება. ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების პროექტი, საქართველოს აბსოლუტურად ახალი გზა, გარღვევა როგორც ეკონომიკური, ისე ორიენტაციის თვალსაზრისით. ეს არის ევროპისკენ გადადგმული ძალიან მძლავრი ნაბიჯი. აი, ამის წინააღმდეგ მიდის ეს ყველაფერი. ამიტომ, მე აქ მოვედი, რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ, მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ. არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს. ჩვენ ვართ მართლები როგორც 12 წლის წინანდელ, ისე გუშინწინდელ საქმეში და ყველაფერში ამ პერიოდის განმავლობაში. ყველას მინდა, ვუთხრა, დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ. ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, რადგან საქართველო ჩვენია, ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი და ევროპული ორიენტაციის",– განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება