ხალვაშმა "რუსთავი 2"–ში მისვლისთვის პირობები წამოაყენა

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა მის საკუტრებაში არსებულ არხზე "რუსთავი 2"–ში მისვლისთვის პირობები დაასახელა.  

“რუსთავი 2”-ში მივალ, როცა მიმიწვევენ და პირობას მომცემენ, რომ არ დამახრჩობენ კამერებით. პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად მივალ",– განცხადება ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ ხალვაშმა.

მისივე თქმით, არ გეგმავს “კურიერის” და არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას და ფინანსური პრობლემების მოგვარებაც გადაწყვეტილი აქვს.

„კურიერი მომწონს ძალიან, ვუყურებ ხშირად. არაფერს არ შევცვლიდი, მშვენიერია. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. არც ერთ კვალიფიციურ ადამიანს სამსახურიდან არ გავათავისუფლებ, ვინც კომპანიას სარგებელს მოუტანს, იმიტომ, რომ ყველა კვალიფიციური ადამიანის დონე განსაზღვრავს კომპანიის დონეს. რა არის გარანტია რომ არაფერს შევცვლი?! თუ ჩაუღრმავდებით და ვიწროდ არ განიხილავთ, მიხვდებით - იმისთვის, რომ ბიზნესი დიდხანს იყოს და მომგებიანი იყოს, საჭიროა კადრები იყოს პროფესიონალი, ხალხმა უყუროს, არხს ჰქონდეს რეიტინგი და ადამიანმა იყიდოს რეკლამა. რაც შეეხება მედიამენეჯერს, ჯერ შერჩეული არ მყავს და მოლაპარაკებები არ მაქვს დაწყებული“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ჟურნალისტების კითხვაზე: აქვს თუ არა არხს ფინანსური პრობლემები, ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მიმართა:

„თქვენ თუ არ გააკოტრებთ კომპანიას, თქვენი შრომით მე არ გავაკოტრებ. როგორ შეიძლება გააკოტროთ?! - საბოტაჟით, შეიძლება არ იმუშაოთ, კოლექტივზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ საერთო საქმე. ნამდვილად მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, თუმცა გამოუსწორებელიაო, არ გვითქვამს“, - განაცხადა ხალვაშმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს