"ეროვნულ ბანკს ძალიან სამარცხვინო მმართველი ჰყავს“

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, ეროვნულ ბანკს სამარცხვინო მმარველი ჰყავს.

„ვიღაც ჩინოვნიკს, ბიუროკრატს, პროკურორს შეუძლია გამოვიდეს და დაანგრიოს ყველაზე წარმატებული ინსიტუტი. სამწუხაროდ, ეროვნულ ბანკს ძალიან სამარცხვინო მმართველი ჰყავს. ამაზე ცალკე ვისაუბრებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ პროკურატურის დატოვების შემდეგ განცხადა.

მისივე თქმით, განვითარებული მოვლენები კი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს აზარალებს.

„ჩვენ თავიდან აგვირჩიეს 105-მა მსოფლიო წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტმა და აგვირჩიეს 98 %-ით და ეს მას მერე, რაც დეტალურად შეისწავლეს არა მარტო 12 წლის წინანდელი, არამედ გასული 15 წლის წინანდელი ჩვენი საქმიანობა. დეტალებში არ წავალ, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დიდ ზარალს აყენებენ ჩვენ ინვესტორებს და უცხოელ ინვესტორებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბადრის და მამუკას გამო არ მიადგეს ჩვენს ინვესტორებს ზარალი,”-აცხადებს ხაზარაძე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp