სტამბოლში 6000–ზე მეტი არალეგალი მიგრანტი დააკავეს

სტამბოლში არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების დროს ბოლო ორი კვირის განმავლობაში 6000–ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დაკავებულ არალეგალებს შორის 2 600-ზე მეტი ავღანელი, 1 600 პაკისტანელი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან, მათ შორის სირიელები. 

თურქული მედიიც ნობით, დაკავებულებს არალეგალი მიგრანტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ცენტრებში გადაიყვანენ, შემდეგ კი, სამშობლოში გაგზავნიან.

სირიელ მიგრანტებს, რომლებიც ცხოვრობენ სტამბოლში, თუმცა აღნიშნულ ქალაქში არ არიან რესგისტრირებული, სტამბოლის დასატოვებლად 20 აგვისტომდე მისცეს ვადა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp