კუბაში აშშ-ის საელჩოს 40 თანამშრომელს თავის ტვინის სტრუქტურული ცვლილებები დაუდგინეს

კუბაში აშშ-ის საელჩოში ნამუშევარ 40 დიპლომატს თავის ტვინის სტრუქტურული ცვლილებები დაუდგინეს. მკვლევარების ვარაუდით, ისინი გარკვეული აკუსტიკური შეტევების მსხვერპლად იქცნენ.

ზოგიერთი დაზარალებული რეაბილიტაციის კურსს დღემდე გადის.

2016 წლის ბოლოდან  ამერიკელი დიპლომატები ჰავანაში მაღალი სიხშირის უცნაური ხმების შესახებ იუწყებოდნენ, რის შემდეგაც მათ თავის ტკივილი, გულისრევა, გადაღლა, თავბრუსხვევა, სმენისა და კოორდინაციის დაქვეითება აღენიშნებოდათ.

2017 წლის სექტემბერში აშშ-მა კუბის დედაქალაქიდან დიპლომატიური პერსონალის უდიდესი ნაწილი გაიწვია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბის ხელისუფლება “აკუსტიკურ შეტევებში” დაადანაშაულა და აშშ-დან 15 კუბელი დიპლომატი  გააძევა. თავის მხრივ, ჰავანამ შეტევებთან ყოველგვარი კავშირი უარყო.

2018 წლის ივნისში აშშ-მა რამდენიმე ამერიკელი დიპლომატი გაიწვია საკონსულოდან ჩინურ გუანჩჟოუში მას შემდეგ, რაც მათაც “აკუსტიკური შეტევის” მსგავსი სიმპტომები აღმოუჩინეს. ჩინეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ წარმოებდა გამოძიება და რომ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp