ხაჯიმბა: “აფხაზეთმა რუსეთს 1,5 მლრდ რუბლი დაუბრუნა”

აფხაზეთს ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციისთვის 2,7 მლრდ რუბლის ოდენობის კრედიტიდან 1,5 მლრდ რუბლი აქვს დაბრუნებული. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.

«სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება დიდწილად რთულდება იმ მნიშვნელოვანი ვალების დაფარვით, რომლებიც სარკინიგზო და საბანკო კრედიტებთანაა დაკავშირებული და ჯამში 2,7 მლრდ რუბლს უტოლდება... ამ დროისთვის ჩვენ დაახლოებით 1,5 მლრდ რუბლი გვაქვს გადახდილი», - განაცხადა ხაჯიმბამ ადგილობრივ გაზეთ “აიდგილარასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, რუსეთის წინაშე ყველა საკრედიტო ვალდებულება “დადგენილ ვადებში” იფარება.

2010 წელს ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმებისა და 2012 წელს მასში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, აფხაზეთს რკინიგზის აღდგენისა და განვითარებისთვის 2 მლრდ რუბლის ოდენობის “სახელმწიფო საექსპორტო კრედიტი” გამოეყო. 2017 წლის მარტის მდგომარეობით, აფხაზურ მხარეს ამ კრედიტიდან 556,8 მლნ რუბლი ჰქონდა გადახდილი, ხოლო ნაშთი 1,7 მლრდ რუბლს შეადგენდა.

2017 წლის ნოემბერში რუსეთმა დავალიანების რესტრუქტურიზაცია მოახდინა: მისი დაფარვის ვადა 6 წლით – 2023-დან 2029 წლამდე გახანგრძლივდა, ხოლო ყოველწლიური მაქსიმალური გადახდა 368-დან 143 მლნ რუბლამდე შემცირდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა