გურამიშვილზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 78 ნომერში მდებარე კორპუსში ორი ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცები ძმები არიან. ცხედრები საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე საათის წინ იპოვეს. 

მკვლელობის მოტივი უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp