გურამიშვილის გამზირზე მოკლული მამაკაცების ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი მოკლული მამაკაცების ცხედრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცები ჩაცხრილეს. მათ ტყვია შუბლში აქვთ ნასროლი. 

ადგილობრივების განცხადებით, ორივე ახალგაზრდა მაყუჩიანი სავარაუდოდ, იარაღითაა მოკლული, რის გამოც მათ სროლის ხმა ვერ გაიგეს. მათივე თქმით, ცხედრები ერთ-ერთი მოკლულის მამამ რამდენიმე საათის წინ იპოვა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp