ზუგდიდის საკრებულოში დაძაბული ვითარებაა

ზუგდიდის საკრებულოში დაძაბული ვითარებაა. ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევთ. 

ოპოზიცია მოითხოვს საგანგებო სხდომის ჩანიშნვას, სადაც საკრებულოს წევრ გია დანელიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ. 

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია მთავარი ფიგურანტია და 19 მაისისთვის დაგეგმილ არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად სავარაუდოდ, დანელია მოსახლეობის ტერორზე საუბრობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა გახდა #51 სკოლაში მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზი