ანკარაში დიპლომატი დაჭრეს

ანკარაში ბელარუსელი დიპლომატი ცეცხლსასროლი იარაღით მეზობელმა დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა, – იუწყება სააგენტო „როიტერი“.

ალექსანდერ პოგანშევი შვილთან ერთად სეირნობდა, რა დროსაც მას თავს მეზობელი დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა.

დიპლომატი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა