იაპონია: "ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რაკეტა გაუშვა"

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით მოკლე რადიუსის რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ იაპონიის მთავრობა იუწყება. 

ამავე წყაროს მიხედვით, პირველი რაკეტა დილის 05:24 საათზე გაუშვეს, მეორე – 05:57 საათზე, აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვონსონიდან. უცნობია, ესწრებოდა თუ არა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რაკეტის გაშვებას.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტებს იაპონიის ტერიტორიული წყლების ეკონომიკურ ზონამდე არ მიუღწევია და მას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე არ შეუქმნია.

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გაშვების გამო შეშფოთება გამოთქვეს სამხრეთ კორეისა და იაპონიის მთავრობებმა. სამხრეთ კორეა მოუწოდებს ფხენიანს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები, რაც ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს.

იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, რომ პირდაპირ კონტაქტზე არიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის მთავრობებთან და მათ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სარფში 49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს