ოფიციალური თბილისი: „ცხინვალსა და რანდაცოს შორის გაფორმებული ე.წ. მემორანდუმი იმთავითვე ბათილია“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონსა და იტალიის ქალაქ რანდაცოს შორის გაფორმებული ე.წ. თანამშრომლობის მემორანდუმი იმთავითვე ბათილია.

ამის შესახებ „აქცენტს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური არხების მეშვეობით უკვე აცნობა იტალიის მხარეს. იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. აღნიშნულს მოწმობს იტალიის მხარის არაერთი საჯარო განცხადება, ასევე კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები.

http://www.esteri.it/mae/en/sala_stampa/archivionotizie/comunicati/2016/08/la-farnesina-sulle-notizie-stampa.html

რაც შეეხება ე.წ. დოკუმენტის ხელმოწერას, მოგეხსენებათ, იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, შესაბამისად, იმთავითვე ბათილია და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. ქართული მხარე გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას იტალიის მხარესთან შესაბამისი რეაგირებისა და მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით“, – განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ იტალიის ქალაქ რანდაცოს მუნიციპალიტეტთან ე.წ. თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

„შეთანხმება ხელს შეუწყობს ცხინვალისა და რანდაცოს ორმხრივ თანამშრომლობას,  მათ შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობის დამყარებას“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა გახდა #51 სკოლაში მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზი