აზერბაიჯანულმა ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა

აზერბაიჯანის კუთვნილებაში არსებულმა ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“ კატასტროფა განიცადა,– იუწყება „რია ნოვოსტი“. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის ცნობით, ავიაგამანადგურებელი „მიგ 29“ სასწავლო ფრენის დროს რადარებიდან მოულოდნელად გაქრა.

„წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და კასპიის ზღვაში ჩავარდა“, - აცხადებენ სამხედრო უწყებაში.

მიმდინარეობს მფრინავის ძებნის და გადარჩენის გადაუდებელი ზომები.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp