რუსი ოპოზიციონერების სახლებში პოლიცია შევიდა

მოსკოვში,  საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია შევიდა. ოპოზიციონერების განცხადებით, პოლიცია 27 ივლისისთვის დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის შესახებ მასალებს ეძებდა. ისინი დაკითხვაზეც დაიბარეს.

ამასთან, სასამართლომ დაკავებულ ალექსეი ნავალნის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას კვლავ მიტინგის ჩატარების წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მოსკოვის დუმის არჩევნებზე ოპოზიციური კანდიდატების მხარდასაჭერად და სამართლიანი არჩვენების ჩატარების მოთხოვნით აქციის გამართვა რუსეთის დედაქალაქში 27 ივლისს იგეგმება. ამავე მოთხოვნით აქცია გაიმართა გუშინ სანქტ-პეტერბურგში.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქსტატი - იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.4 %–ით გაიზარდა