უკრაინა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

უკრაინის მთავრობა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე იქნა მიღებული. მთავრობამ სანქციების შესახებ წინადადებით ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიმართა.

ახალი ზომები შეეხება იურიდიულ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ კრასნოდარის მხარიდან ყირიმში გაზსადენის მშენებლობასა და ნახშირწყალბადების უკანონოდ მოპოვებაში.

სანქცირებულთა სიაში შევა რუსეთში დარეგისტრირებული 24 კომპანია. ამასთან, მთავრობის წინადადებით, სანქციები უნდა შეეხოს ჩინეთში, თურქეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში დარეგისტრირებულ საწარმოებსაც.

2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარების გამო, უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა სანქციების რამდენიმე წყება დაუყენეს რუსეთს.მოსკოვი უარყოფს სეპარატისტების დახმარების ბრალდებას.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა