ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს თამარა მეარაყიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. 

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს. 

"ძვირფასო მეგობრებო!

ეს არის თხოვნა, რომელიც ყოველთვის მერიდება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. პროკურატურამ გაასაჩივრა ჩემთვის ბრალდებების მოხსნა. დაახლოებით ერთ თვეში იქნება პროცესი უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში. ამისთვის ადვოკატთან ახალი შეთანხმება მაქვს გასაფორმებელი. გთხოვთ, ამ ანგარიშზე ჩამირიცხოთ თანხა. ასევე გააზიარეთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს. მადლობა ყველას წინასწარ. თავის დავის და თავის დახსნის ეს ერთადერთი გზა მაქვს დარჩენილი.

GE80BG0000000747218500 მიმღები ანა ზოზიროვი" - წერს თამარა მეარაყიშვილი. 


ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს ახალგორის სასამართლოს მოსამართლე თამარ პარასტაევამ ყველა ბრალდება მოუხსნა.

ე.წ. პროკურატურა თამარ მეარაყიშვილის „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებაში, ყალბი დოკუმენტის გამოყენებასა და პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებაში სდებდა ბრალს. 

„ორწლიანმა შეუპოვარმა ბრძოლამ, ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა აფეთქებებმა შედეგი გამოიღო. კანონმა იზეიმა და ჩვენ ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც უნდა მიგვეღო. სასამართლომ თამარ მეარაყიშვილის ქმედებებში ვერანაირი დანაშაულებრივი ქმედებები ვერ აღმოაჩინა. ანუ, სასამართლომ თქვა, რომ თამარ მეარაყიშვილს დანაშაული არ ჩაუდენია“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილის ადვოკატი იკრამჯან რამატოვი.

ახალგორის პროკურატურამ 2017 წელს აგვისტოში თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ერთდროულად სამი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამ ხნის განმავლობაში თამარ მეარაყიშვილი სულ ცოტა 25-ჯერ იყო დაბარებული ადვოკატთან ერთად სასამართლოში და 15-ჯერ პროკურატურაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს