"იმედში" საკადრო ცვლილებებია

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების მთავარ რედაქტორად ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა, რომელსაც „იმედზე“ გადაცემები “პირისპირ” და “იმედის კვირა” მიჰყავს,  – ინფორმაციას ქართულ მედიასთან არხის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცხვიტავა ადასტურებს.

არხის საინფორმაციო სამსახურს ტელეწამყვანი ნანა ლეჟავა ხელმძღვანელობდა, თუმცა პოზიციის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან გუშინ დაადასტურა. ლეჟავამ ისიც თქვა, რომ არხს არ ტოვებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის თოქ-შოუებს უხელმძღვანელებს, მის ნაცვლად კი „ქრონიკას“ ხატია ქვათაძე და თამთა გაზაშვილი წაიყვანენ.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp